logo_geo
ილია თოფურია: შეუძლებელი შესაძლებელი გახადეს და ორივე ქვეყნის მოქალაქეობა შევინარჩუნე 
- +

24 მარტი. 2024. 20:43

UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ  მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო კიდევ, რომ ამავდროულად, ესპანეთის მოქალაქეობაც რომ მიმეღო - საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო მთლიანად ამ პროცედურაში. შეუძლებელი შესაძლებელი გახადეს და ორივე ქვეყნის მოქალაქეობა შევინარჩუნე“, - განაცხადა თოფურიამ „იმედის კვირასთან".

 

big_banner
არქივი