logo_geo
დავით კაჭარავა: მნიშვნელოვანია, როგორც პროფესიული სპორტის, ასევე მასობრივი სპორტის განვითარება
- +

28 მარტი. 2024. 19:20

„ხალხის ძალის“ წევრმა დავით კაჭარავამ ჟურნალისტებთან ჯანსაღი ცხოვრების  წესის ხელშესაწყობად მასობრივი სპორტის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა.

 

„შიდა ქართლის რეგიონიდან გვყავს უამრავი ოლიმპიური ჩემპიონი და სახელოვანი სპორტსმენები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც პროფესიული სპორტის, ასევე მასობრივი სპორტის განვითარება იმისთვის, რომ ახალგაზრდებს მიეცეთ საშუალება ჩაერთონ სპორტის ნებისმიერ სახეობაში, რომლის დაუფლების სურვილი აქვთ.

 

ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები გამოვიდნენ, იმისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ადამიანებს მინიმუმ, ჯანმრთელობას უნარჩუნებს და სწორი ცხოვრების წესს ასწავლის", - განაცხადა დავით კაჭარავამ.

 

 

big_banner
არქივი