logo_geo
„ლანჩხუთის“ ქალთა გუნდის მეკარე იტალიაში სათამაშოდ მიიწვიეს
- +

20 ივნისი. 2021. 21:10

 

 

იტალიური კლუბი საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებისა და „ლანჩხუთის“ გუნდის 21 წლის მეკარე თათია გაბუნიათი დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა „სპორტალი“ ავრცელებს.

 

ცნობას კლუბ „ლანჩხუთში“ ადასტურებენ.

 

„გაბუნიამ წინადადება იტალიის ქალთა სამოყვარულო მესამე ლიგის (სერია C) კლუბ „აპრილია რასინგისგან“ მიიღო. მოთამაშეს სკ „ლანჩხუთთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს. ორივე მხარის შეთანხმებით, მისი შეწყვეტის საკითხი, ამ ეტაპზე, არ განიხილება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი