logo_geo
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გიბრალტარი დაამარცხა
- +

7 სექტემბერი. 2023. 12:06

 

 

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო.

 

ქართველმა ფეხბურთელებმა გიბრალტარი ანგარიშით 2-0 დაამარცხეს. პირველი გოლი მატჩის მე-10 წუთზე ოთარ მამაგეიშვილმა გაიტანა, რომელმაც საჯარიმოში ჩაწოდებული მაღალი გადაცემა სწორად დაამუშავა და მეტოქის კარის აღება მოახერხა. მეორე გოლი ახალწვეული - ვასილიოს გორდეზიანის ანგარიშზეა. ბერძნული „პაოკის“ შემტევმა გიბრალტარის კარი თავური დარტყმით აიღო.

 

მეორე ტურში ქართველი ფეხბურთელები სტუმრად მოლდოვის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. თამაში 12 სექტემბერს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

 

big_banner
არქივი