logo_geo
კრიშტიანო რონალდოს ვაჟმა „ალ-ნასრთან“ კონტრაქტი გააფორმა
- +

20 ოქტომბერი. 2023. 10:34

 

 

„ალ-ნასრის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს ვაჟმა კონტრაქტი გააფორმა საუდის არაბეთის კლუბის აკადემიასთან.

 

უმცროსი რონალდო „ალ-ნასრის“ U13 გუნდში ითამაშებს და უკვე უახლოეს დღეებში შეუდგება ვარჯიშებს. ახალ გუნდში მას მამამისის მსგავსად მე-7 ნომერი ექნება, – წერს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

 

კრიშტიანო რონალდო „ალ-ნასრში“ ამა წლის იანვრიდან თამაშობს. საუდის არაბეთის კლუბის რიგებში ყველა ტურნირზე მან 30 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

 

 

big_banner
არქივი