logo_geo
„რეალმა“ ბელინგემის დუბლით „ბარსელონა“ დაამარცხა
- +

28 ოქტომბერი. 2023. 20:34

 

 

ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში „ბარსელონამ“ „რეალს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ანგარიში კატალონიელებმა მე-6 წუთზე გიუნდოგანის გოლით გახსნეს.

 

პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და „ბარსელონა“ შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა.

 

მატჩის მეორე ნახევარში „რეალმა“ თამაშის შემოტრიალება მოახერხა. ჯუდ ბელინგემმა 68-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მატჩის მიწურულს, 90+3 წუთზე კი მადრიდელთა ინგლისელმა ნახევარმცველმა გამარჯვების გოლი გაიტანა და დუბლი შეასრულა.

 

ესპანეთის სატურნირო ცხრილს 28 ქულით „რეალი“ ლიდერობს, „ბარსელონამ“ კი მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იგემა და 24 ქულით მესამე პოზიციაზეა.

 

 

big_banner
არქივი