logo_geo
თორნიკე შენგელიამ ორმაგი დუბლი შეასრულა - „ვირტუს ბოლონიამ“ „ტრევიზო“ დაამარცხა
- +

12 ნოემბერი. 2023. 01:02

 

 

იტალიის საკალათბურთო ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრაში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“  საკუთარ მოედანზე „ტრევიზო“ 91:77 დაამარცხა.

 

ბოლონიელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და პირველი მეოთხედი 23:16 მოიგეს. „ტრევიზომ“ თამაშში დაბრუნება მეორე მეოთხედში სცადა, თუმცა მეტოქესთან ახლოს მისვლა ვერ მოახერხა, ხოლო გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩის მესამე მეოთხედი, რომელშიც „ვირტუსმა“ 27:12 იმარჯვა.

 

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. შენგელიამ 25 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა – 20 ქულა, 10 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა, 1 დაფარება. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა +18 შეადგინა.

 

ამ მომენტისთვის Lega A-ში „ვირტუს ბოლონიას“ ექვსი გამარჯვება და ერთი მარცხი აქვს, რითიც გათამაშებას ლიდერობს. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი ევროლიგაზე „მილანოსთან“ გამართავს.

 

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ოქტომბერის თვის MVP გახდა როგორც იტალიის ჩემპიონატში, ისევე ევროლიგაზე.

 

 

big_banner
არქივი