logo_geo
შიდა ქართლში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

12 აპრილი. 2024. 10:29

 

 

შიდა ქართლში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქარელის მუნიციპალიტეტში მაგისტრალური არხის 8,2 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთზე არსებული დაზიანებული ფილები ახლით შეიცვლება; არხი მონოლითური ბეტონით მოპირკეთდება; მოეწყობა ბორდიურები. პროექტით გათვალისწინებულია ძამის დიუკერის რეაბილიტაციაც.

 

ჩატარებული სამუშაოები  არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება   3240 ჰექტარ  სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

 

პროექტის ღირებულება 5,2 მლნ ლარზე მეტია.

 

სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის მარტში დასრულდება.

 

სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები „საქართველოს მელიორაციის“ ტექნიკურმა დირექტორმა ალექსანდრე მიქიაშვილმა დაათვალიერა და სარწყავი წყლის მიწოდების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია ადგილობრივი ფერმერებისგან მოისმინა.

 

big_banner
არქივი