logo_geo
„კიბოს სკრინინგის“ ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა
- +

12 აპრილი. 2024. 14:24

 

 

„დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში,  კასპის მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.

 

სოფელ ქვემოჭალის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალი სოფლების  მოსახლეობისათვის აქცია ქვემოჭალის სასოფლო ამბულატორიაში ჩატარდა. შპს. ნიქოზის სამედიცინო ცენტრის მამომობილში ჯამში, 50 პაციენტმა მიიღო სამედიცინო მომსახურება.

 

აქციის მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, კასპისა და გორის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე,  და კასპის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი გაეცნენ.

 

ხელისუფლების წარმომადგენლები სამედიცინო პერსონალსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

 

სამედიცინო აქცია მუნიციპალიტეტის 7 ადმინისტრაციულ ერთეულის სოფლებში გაიმართება.

 

 

big_banner
არქივი