logo_geo
ატენის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეებს ელოდებიან
- +

22 აგვისტო. 2017. 21:11


​ატენის ხეობაში, ზემო ბოშურში ამ წუთებში ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეებს ელოდებიან. ამის შესახებ პირველ არხს სოფელ ბოშურში გორის გამგებლის წარმომადგენელი კახა თინიკაშვილი ესაუბრა. მისი ინფორმაციით, ხანძარი ერთ ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული.


"ველოდებით მეხანძრეებს. ამ წუთებში ჩვენი რესურსით ვცდილობთ ხანძრის შეჩერებას. დაახლოებით 20 კაცი ვმუშაობთ", - განაცხადა კახა თინიკაშვილმა.


მისივე თქმით, ადგილზე ძალიან რთული რელიეფია და როგორც წესი, ქრის ქარი. ეს ყველაფერი კი სამუშაოებს გაართულებს.


"ხანძარი საცხოვრებელ სახლებთან ერთი კილომეტრითაა დაშორებული და ამიტომ მისი ლოკალიზება დროულად უნდა მოხერხდეს", - ამბობს კახა თინიკაშვილი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი