logo_geo
შს მინისტრი: აბასთუმნის ტყეში ცეცხლის ყველა ღია კერა ჩამქრალია
- +

31 აგვისტო. 2017. 11:48



შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმნის ტყეში ცეცხლის ყველა ღია კერა ჩამქრალია


მინისტრის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები ავიაციასთან ერთად ეფექტურად მუშაობენ და იმ შემთხვევაში, თუ ამინდი შეუწყობს ხელს, ხანძარი დღის ბოლოს უკვე ლოკალიზებული იქნება.


„შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის ყველა ღია კერა ჩამქრალია. ეფექტურად მუშაობს ავიაცია და ცოცხალი ძალა. სრულად გვაქვს აწყობილი კავშირგაბმულობა. ვერტმფრენებს კონკრეტულ კოორდინატებს აძლევენ, თუ სად უნდა დაესხას წყალი. დღის ბოლომდე, თუკი ამინდი შეგვიწყობს ხელს, ხანძარი ფაქტობრივად ლოკალიზებული იქნება", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის 300-მეტრამდე გზა არის გაჭრილი, რისი საშუალებითაც სახანძროები შევიდნენ ხანძრის კერებთან და მიმდინარეობს მათი დამუშავება.



 

big_banner
არქივი