logo_geo
ინტენსიური თოვის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია
- +

6 დეკემბერი. 2017. 11:00



საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის  გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.










 

big_banner
არქივი