logo_geo
ტალღამ ბათუმის სანაპიროზე მკვდარი ზღვის ღორი გამორიყა
- +

24 იანვარი. 2018. 19:21

 


ბათუმში ზღვამ სანაპიროზე, ანბანის კოშკთან კიდევ ერთი მკვდარი ძუძუმწოვარი გამორიყა. გამორიყული ზღვის ღორის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ გუჩმანიძე ავრცელებს.


ბოლო ოთხ დღეში ეს ზღვის ძუძუმწოვრის გამორიყვის უკვე მეორე შემთხვევაა. დელფინი ბათუმის სანაპიროზე 21 იანვარსაც ნახეს.


ვარაუდობენ, რომ ეს შემთხვევა ძლიერ შტორმს უკავშირდება.


მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით, გასულ  წელს დელფინების გამორიყვის 98 ფაქტი დაფიქსირდა.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი