logo_geo
თელავში ბატონის ციხის რეაბილიტაცია დასრულდა
- +

6 თებერვალი. 2018. 17:55



ბატონის ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი უკვე დასრულდა. ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმი 18 მაისს გაიხსნება. თელავის მუზეუმის დირექტორის  გურამ ურჩუხიშვილის თქმით, მუზეუმში უკვე ექსპოზიციები შეაქვთ.

 

„ამ ეტაპზე უნიკალური ექსპონატები მუზეუმის ახალ საცავებში გადმოგვაქვს პირველი საჯარო სკოლის სარდაფიდან, სადაც აქამდე იყო განთავსებული. მუზეუმის საცავებში ქეთევან იაშვილის კოლექციაც განთავსდება. შემდეგ დაიწყება ექსპოზიციების მოწყობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გამოცდილი ექსპოზიციონერები. შენობა თანამედროვე სტანდარტებით აშენდა, რომელიც სამსართულიანია", - თქვა გურამ ურჩუხიშვილმა.


პროექტის საერთო ღირებულებამ 7 მილიონი შეადგინა. სამუშაოები მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი