logo_geo
მიკროავტობუსის მძღოლი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, საავადმყოფოში გარდაიცვალა
- +

18 მარტი. 2018. 12:56



ზესტაფონში სამგზავრო მიკროავტობუსისა და მატარებლის შეჯახების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული გარდაიცვალა.


გარდაცვლილი მიკროავტობუსის მძღოლია. მისი მდგომარება შედარებით მძიმე იყო. გარდაცვლილის მეუღლე, რომელიც მიკროავტობუსში იმყოფებოდა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მას ფეხი აქვს მოტეხილი.


ზესტაფონში მატარებელი ავტობუსს 16 მარტს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა და საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ის ლიანდაგზე გადავიდა, რა დროსაც მატარებელი დაეჯახა. ზესტაფონის ორ კლინიკაში სულ 8 მგზავრი მოათავსეს, რომელთაგან სამი უკვე გაწერეს, დანარჩენები კი მკურნალობას ამ დრომდე გადიან.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი