logo_geo
ბათუმში, სარდაფში, კაცის ცხედარი იპოვეს
- +

20 აპრილი. 2018. 16:33

 

 

დღეს, 20 აპრილს, ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე შენობის სარდაფში, კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას გაზეთი „ბათუმელები“ ავრცელებს.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილს, პირველადი მონაცემებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

 

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

 

 

 

big_banner
არქივი