logo_geo
შუახევის ტყეში ხანძარია
- +

29 აპრილი. 2018. 19:38

 

 

შუახევის სოფელ ფურტიოს ტყეში ხანძარია. მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით,  ცეცხლი დაახლოებით ორი საათის წინ გაჩნდა.

 

ფრიდონ ფუტკარაძის ინფორმაციით, ქრობის პროცესში ადგილობრივებთან ერთად ხულოს, ქედის და შუახევის მეხანძრე მაშველები არიან ჩართულები. ხანძარი ტყეში დაახლოებით სამი ათას კვადრატზეა გავრცელებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ხანძარი დასახლებული ტერიტორიიდან 2 კილომეტრით დაშორებითაა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი