logo_geo
წყალტუბოში არანაკლებ 30 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება
- +

21 მაისი. 2018. 14:55

 

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭაშლეთის მიმდებარე ტერიტორიაზე „მექვენის კალციტის საბადოზე“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

„საინვესტიციო ვალდებულებების თანახმად, რომელსაც აღნიშნული ლიცენზია ითვალისწინებს,  ლიცენზიის მფლობელმა ლიცენზიის ძალაში შესვლიდან, სამი წლის ვადაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და საქართველოს ტერიტორიაზე გადამუშავების მიზნით არანაკლებ 17 000 000  (ჩვიდმეტი მილიონი) ლარის, ხოლო შემდეგი სამი წლის განმავლობაში არანაკლებ 13 000 000 (ცამეტი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

 

გარდა ამისა, ლიცენზიის მფლობელს აქვს ყოველწლიურად, არანაკლებ საქართველოს 80 (ოთხმოცი) მოქალაქის დასაქმების ვალდებულება.

 

„მექვენის კალციტის საბადოზე“ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა სს „მაიკრონს კავკასუსი“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი