„გილოცავ, ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას!",- ამ სიტყვებით სოციალურ ქსელში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი ოთარ აბესაძე საქართველოს პარლამენტის ახლადარჩეულ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. როგორც აბესაძე აღნიშნავს, მოხარულია, რომ პარლამენტს ძალიან კარგი, ნიჭიერი და 21-ე საუკუნის პოლიტიკოსი ეყოლება სათავეში.
„მიხარია, რომ პარლამენტს ძალიან კარგი, ნიჭიერი და 21-ე საუკუნის პოლიტიკოსი ეყოლება სათავეში!
წარმატებები!",- წერს აბესაძე.