„მართალია, ნაცებს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის რესურსი არ გააჩნდათ, მაგრამ არეულობას ნამდვილად მოაწყობდნენ", - ისაუბრა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" დირექტორმა ირაკლი გოგავამ.
„უკრაინიდან ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის, სააკაშვილ-ახალაიების ფრთა 2-3-თვიან პერმანენტულ აქციებს გეგმავდა. ისინი რუსთაველის გამზირის გადაკეტვას, თავისუფლების მოედანზე კარვების გაშლასა და სახელმწიფო შენობების ბლოკირებას აპირებდნენ.
გარდა ამისა, ნაცების აქტივისტებმა უკრაინაში სპეციალური ტრენინგებიც გაიარეს, რათა თბილისში ე.წ. ავტომაიდანი მოეწყოთ", - აღნიშნა ინტერვიუში ირაკლი გოგავამ.