მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსაჯი, პიერლუიჯი კოლინა მუშაობას FIFA-ს კომიტეტში გააგრძელებს.
იტალიელი ლეგენდარული მსაჯი FIFA-ს სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. კოლინამ ესპანელი ყოფილი მსაჯი, მარიუ ვალიარა ჩაანაცვლა.
პიერლუიჯი კოლინამ სამსაჯო კარიერა 2005 წელს დაასრულა.