საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას შესახებ წერს:
„რა უნდა ამას, ამიხსენით. ზღაპრების შინაარსის გარდა სხვა საქმე არა აქვს? მანდატურები 15 წლის გოგოებს აფეხმძიმებენ, სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვები პრაქტიკულად უვიცები გამოდიან, ჩასატარებელია განათლების სისტემის ძირეული რეფორმა - საშუალოშიც და უმაღლესშიც... ამ დროს ეს ზღაპრებს აანალიზებს!
ვაჰ, ღმერთო, რა დაგიშავეთ", - წერს ცოტნე გამსახურდია.