ბაღდათის მუნიციპალიტეტში სუპერმარკეტ „სპარის“" ფილიალი გაქურდეს.
შემთხვევა „კომენდანტის საათის“ დროს მოხდა. უცნობმა პირებმა მაღაზიის კარი გააღეს და შენობაში შესვლა ამ გზით მოახერხეს. მათ თანხის წაღებაც შეძლეს, თუმცა, ზუსტი ოდენობა უცნობია. მაღაზიის თანამშრომლების თქმით, მომხდარის შესახებ დილით შეიტყვეს.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. დაწყებულია გამოძიება.