logo_geo
ნინო ლაცაბიძე: დღეს რუსთავის საკრებულო აღარ არის კოალიციაში, ეს არის დაჯგუფება, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს დაარღვიოს კანონი
- +

2 მარტი. 2024. 23:31

 

 

2 წლის განმავლობაში ჩვენ ალბათ არც თუ ისე ბევრს ვსაუბრობდით, თუ რამდენად რთულია ოპოზიციურ საკრებულოსთან ერთად თანაცხოვრება და იმ პროექტების განხორციელება, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის აუცილებელია, - ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„დღეს რუსთავის საკრებულოში უმრავლესობით წარმოდგენილია გახარიას პარტია 3 კანდიდატით და ნაცმოძრაობას 16 წევრი ჰყავს. პირველივე დღიდან კოალიცია იყო სახეზე. თუ არა მათი ურთიერთშეთანხმება, ვერც გახარიას პარტიიდან გახდებოდა საკრებულოს თავმჯდომარე და ასევე კომისიები სრულად გადანაწილებული აქვთ ნაცმოძრაობის წევრებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში სისტემური სახე მიიღო იმან, რომ ნაცმოძრაობის რამდენიმე წევრი კომისიაში, ისე აჩერებდა საკითხებს, რომ არღვევდა რეგლამენტს. მათ ძალიან რთული პროცესები აქვთ წამოწყებული საკრებულოში. მათ შორის თანამშრომლებზე ზეწოლა, გათავისუფლება. ჩვენ შევეცადეთ დაგვესაბუთებინა, რომ დღეს რუსთავის საკრებულო აღარ არის კოალიციაში, ეს არის დაჯგუფება, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს დაარღვიოს კანონი, რეგლამენტი და არ მიაქციოს ყურადღება იმ მოთხოვნებს, რაც კანონით გვაქვს“, - აღნიშნა ლაცაბიძემ.

 

რუსთავის მერიამ რუსთავის საკრებულოს სასამართლო მოუგო. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკრებულო ვალდებულია მერიის პროექტები განიხილოს. გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიღო.

 

 

 

big_banner
არქივი