logo_geo
კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება
- +

20 მარტი. 2024. 14:46

 

 

სოფელ ერთაწმინდაში, 760 გრძივი მეტრი გზის არმირებული ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბესკო“ ამ ეტაპზე წინა მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებს.

 

სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად  გაეცნო.

 

გზის რელიეფი მკვეთრად ფერდობიანია, სარგებლობს 30 ოჯახზე მეტი და პარალელურად მიმდინარეობს განაშენიანება. გზა გადაადგილებისას  არის   საშიშროების შემცველი, განსაკუთრებით ნალექიან ამინდში.

 

პროექტის დასრულება, გარდა საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა, თავის მხრივ უზრუნველყოფს აღნიშნული პრობლემის მოგვარებასაც.

 

big_banner
არქივი