logo_geo
თორნიკე რიჟვაძე წმ. თეოდორე აჭარელის სახელობის ტაძარში წირვას დაესწრო, რომელსაც ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით რეაბილიტაცია ჩაუტარდა
- +

1 მარტი. 2024. 16:13

 

 

ფონდ „ქართუსთან“ არსებული საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის ფინანსური უზრუნველყოფით, ქ. ბათუმში, კ. გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე წმ. თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია 2020 წელს განხორციელდა.

 

„დღეს მღვდელმოწამე თეოდორე აჭარელის ხსენების დღეა. ბათუმში წმინდა თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიაში, წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვა ჩატარდა.

 

XIX საუკუნეში აგებულ წმ. თეოდორე აჭარელის სახელობის ტაძარს ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

 

ფონდის მიერ განხორციელდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ბათუმის საკათედრო ტაძრის ფრესკების რესტავრაციაც. ასევე, ძველ ბათუმში განხორციელდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია“, - წერს აჭარის მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში.

 

ტაძარი XIX საუკუნეშია აგებული. შენობას სამლოცველოს ფუნქცია გასული საუკუნის 20-იან წლებამდე ჰქონდა შენარჩუნებული. საბჭოთა პერიოდში ეკლესია სპორტულ დარბაზად იყო გადაკეთებული.

 

 

big_banner
არქივი