თურქეთის მთავარი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ განაცხადა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას სათანადოდ არ უპასუხა.
„ამ წერტილამდე თურქეთის არაკომპეტენტურმა ადმინისტრაციამ მიგვიყვანა. ბაიდენმა გენოციდის შესახებ განცხადება გააკეთა, რის შემდეგაც ერდოღანი სამი დღის განმავლობაში ჩუმად იყო. ვიღაც ელოდა, რომ ერდოღანი ლომივით ბრდღვინვას დაიწყებდა, თუმცა დაივიწყეთ ლომი. მან კატასავით კნავილი დაიწყო. ეს სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია“, - აღნიშნა ქემალ ქილიჩდაროღლუმ.