ცნობილი მილიარდერისა და ფილანტროპის, „Microsoft“-ის დამფუძნებლის, ბილ გეითსის მეუღლემ, მელინდა გეითსმა, ბიზნესმენთან განქორწინების შემდეგ 3 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.
გამოცემის ცნობით, მელინდა გეითსის კომპანიას „Deere & Co“-ს ბილ გეითსის კორპორაცია „Cascade Investment“-დან 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის წილი გადაეცა.
კომპანია „Deere & Co“ სასოფლო სამეურნეო ტექნიკას აწარმოებს.
მელინდა გეითსმა განქორწინების შემდეგ ალიმენტებზე უარი თქვა.
ცნობილი მილიარდერი და ფილანტროპი, „Microsoft“-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი 27-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს, მელინდა გეითსს გაშორდა.