რეჟისორი, რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„მ ო გ ო ნ ე ბ ა.
ერთი სპექტქკლი დავდგი რუსთაველის ეროვნულ თეატრში, სადაც მონაწილენი, რამაზ ჩხიკვაძის მეთაურობით მღეროდნენ რაფიელ ერისთავის ტექსტზე( ვის ახსოვს?!) გია ყანჩელის გულშიჩამწვდომ მელოდიას:
“…ა რ გ ა ვ ც ვ ლ ი
სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა
ა რ გ ა ვ ც ვ ლ ი
მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..”
მაშინ ჩვენი თეატრის დასის გამგე ბრწყინვალე ადამიანი, იმერელი კაცი და ნიჭიერი მსახიობი ვანო ჯინჯიხაძე იყო!
ნახა სპექტაკლი, მოეწონა და მითხრა, რომ სპექტაკლში ხშირად მეორდება:”არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოსო…” მე შევეკამათე, რომ ეს აუცილებელია ჩვენი სპექტაკლისთვის! გაეღიმა და მკითხა:
- მერე ვინ გიცვლის?“- წერს რობერტ სტურუა.