საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
აღნიშნულის შესახებ არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ქრისტე აღდგა! მივულოცეთ ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს და თანამოსაყდრე შიოს! ღმერთმა დალოცოს საქართველო!“ – წერს არჩილ თალაკვაძე.