„კარგი ამბავი: სხვა კორპუსების პარალელურად, მალე ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსის სრულ რეაბილიტაციას დავიწყებთ", - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ავრცელებს.
„გაკეთდება ვაჟა-ფშაველას დარბაზი, რომელიც კომპლექსის ტიპის იქნება, ალექსანდრე როინაშვილის ფოტო-დარბაზი, განახლებული რეგისტრატურა და მეორე კორპუსის ძირითადი სამკითხველო დარბაზი.
შეგახსენებთ, რომ მეორე კორპუსის ნაწილი კერძო ბიზნესის დახმარებით უკვე განახლდა და ამ ნაწილში შედის: დედა-ენის დარბაზი, ემიგრაციის დარბაზი, სარაჯიშვილის დარბაზი, ვახტან მეექვსის დარბაზი, წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების დარბაზი-სამკითხველო, კონსტანტინე გამსახურდიას კაბინეტი, ჭაბუა ამირეჯიბის კაბინეტი და კარცერ-ლუქსის ექსპოზიცია", - წერს კეკელიძე.