Facebook მომხმარებელი ლეკა მენაბდიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით პრემიერ-მინსიტრის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება:
„რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ ბარებში ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ" - აცხადებს კვირიკაშვილი და საკითხის გარკვევას შს მინისტრს თხოვს.
ეს ინფორმაცია ნეტავი შს მინისტრმა თავად არ იცოდა? საოცარი ქვეყანა ვართ,თანამდებობა მარტო სკამზე წამოსკუპება გვგგონია..." - წერს ლეკა მენაბდიშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე არასრულწლოვანთა პროსტიტუციის პრობლემებზე ისაუბრა. კვირიკაშვილმა საკითხში გარკვევა და მოგვარება შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა.