მხატვარი შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხმაურება:
„გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებას პროსტიტუციის ბუდეების მოსპობასთან დაკავშირებით მხარს ვუჭერ!!!", - წერს გლურჯიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს დაავალა, გარკვეულ კლუბებსა და ბარებში ადგილობრივი მამაკაცების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომებით დაინტერესდეს.