ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ერის უსაქმურობის დონე გეომეტრიული პროგრესიით იზრდება:
ახლა დავა იმაზე მიდის, თუ როგორ „ტეხავს" ძველით ახალი წლის აღნიშვნა და როგორი ჩამორჩენილები არიან ისინი, ვინც აღიშნავენ (ფაჩულია-უფაჩულიობა გადაწონა).
- გინდა? აღნიშნე
- არ გინდა? ნუ აღნიშნავ.
მინდა 1-ელ იანვარს აღვნიშნავ, მინდა 14-ს, მინდა ჩინური კალენდრით და მინდა მართლმადიდებლურს, რით ვერ გადავეჩვიეთ ამ უტვინო დემაგოგიას და სხვისი აქტივობების განხილვას.
სხვათა შორის, სირბილი საუკეთესო საშუალებაა: ნეგატიური ემოციებისგან დაცლის და ახლიდან ავსების, ენდორფინებიც გამოიყოფა, ვიზუალურადაც ვუმჯობესდებით... გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვის ნერვებს.
სიყვარული და კმაყოფილება დაგბედებოდეთ", - წერს გურამ შეროზია.