ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაზეთებს „ვაშინგტონ პოსტსა" და „ნიუ-იორკ თაიმსს" „უწესოები" უწოდა და მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ცრუ კამპანიაში დაადანაშაულა [ინაგურაციის შემდეგ გაყუჩულები არიან ეს გაზეთუნები - დ.გ.-ს შენიშვნა]...
დიახ, ვინც ადევნებდა თვალს ამ გაზეთების პუბლიკაციებს, გასოცარი სიცრუე და ცალმხრივობა იყო... ბარაქალა ტრამპს!
რამდენიმე წლის წინათ თბილისში მყოფ ამერიკელ ჟურნალისტს, რომელსაც ქართველი წარმომადგენლებიც ახლდა, ვუთხარი - „ეს რა უბედურებაა, გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი" სულ მთლად საბჭოთა დროის გაზეთი „პრავდა" გახდა პოტომაკზე-თქო"... გაეცინა, გაღიმებულმა შემომხედა და... „ასეა, ყველა იმპერიას თავისი „პრავდა" ჭირდებაო"... ნეო-კონსერვატორებმა დაასახიჩრეს ეს გაზეთებიც და ბევრი სხვა რამ ქვეყანაში... აი, „ულტრა-ლიბერალურმა" მარაზმმა კი მაგრად ავნო აშშ-ს და მთელ მსოფლიოს... მაგრამ, საბედნიეროდ, დრო იცვლება ახალი დიდი ცვლილებებისაკენ!" ,- წერს გიორხელიძე.