ყოფილ პარლამენტარ ხათუნა ხოფერიას დედა გარდაეცვალა. ამის შესახებ ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:
„მედო წავიდა...
შეხვედრამდე, დე!
დედას პანაშვიდი - ხუთშაბათს, პარასკევს. (30, 31 იანვარი) ნიკო ჭავჭავაძის 14 (ქოშიგორა).
დაკრძალვა შაბათს. 1 თებერვალს. 14:00 საათზე წმ. ილია მართლის ტაძრიდან (დიღმის ტრასაზეა. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის წინ).
მადლობა ყველას ამ დღეების განმავლობაში გამოხატული თანაგრძნობისთვის, თანადგომისთვის, სიყვარულისთვის!
დიდხანს სიცოცხლე და ულევი ბედნიერი დღეები თქვენ, ჩემო კარგებო!“- წერს ხოფერია.