ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი ცნობილ კომპოზიტორ, ალექსანდრე ბასილაიას იხსენებს და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
„არდავიწყება
2009 წლის 3 ოქტომბერს გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ანსამბლ „ივერიას“ დამაარსებელი
ალექსანდრე ბასილაია
(1942-2009)
2017 წელს სახელმწიფო ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი, თბილისის საბურთალოს რაიონში ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა მისი სახელი,
ტყიბულში, 2017 წლის აგვისტოში გაიხსნა მისი სახელობის სკვერი.
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში”, - წერს იგი.