ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე დაავადებას ებრძვის, რომელიც ქვედა კიდურების დეფორმაციას იწვევს. თამომ ფეხის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, წარწერით:
„ამას ვგულისხმობდი. მალე ასე გადავიღებ ფოტოს, ოღონდ ლამაზი ფეხებით. თქვენ ვერც ხვდებით ჩემთვის ეს პოსტი რა რთული დასადები აღმოჩნდა.“
მანამდე კი თამომ დაავადების შესახებ ტელეკომპანია POST TV-ის გადაცემაში „სიკეთე მარტივია“ ისაუბრა.
„ვერ გაიგეს რა მჭირს, ზოგმა მითხრა ქუსლი გეშლებაო“, - აღნიშნა მან.
ფოტოზე წარწერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მან ექიმთა გუნდი უკვე იპოვა და ოპერაციისთვის ემზადება.