მთვავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი, მის ბიძაშვილს, ცნობილ ჟურნალისტს დათო ბოლქვაძეს, რომელიც 1993 წლის 28 ოქტომბერს, სამეგრელოში დახვრიტეს, დაბადების დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში წერს:
„ჩემი ბიძაშვილი დათო ბოლქვაძე, მზესავით ბიჭი...
დღეს, მისი დაბადების დღეა...
ჩემთვის ის გმირია, როგორც ადამიანი და როგორც რეპორტიორი. ამაყი ვარ როცა ვაშინგტონში ერთ - ერთი ვიზიტის დროს მისი სახელი გვარი ვნახე მსოფლიო ჟურნალისტებს შორის, რომლებიც პროფესიული მოვალეობის დროს დაიღუპნენ.
“პატივს მივაგებთ რეპორტიორს, რომელიც მზად არის იდგეს, როდესაც სხვები გარბიან და სვამდეს კითხვებს, როდესაც სხვებს შიში დუმილს აიძულებს“, - წერს ნინო გიორგობიანი.