პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი თბილისის მერს, კახა კალაძეს გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„პოლიტიკა პოლიტიკად მაგრამ პირველ რიგში ადამიანები ვართ - ჰოდა, კახი კალაძეს ვუსურვებ გამოჯართელებას და ფიზიკურ მწყობრში მალევე ჩადგომას“, - წერს ელისაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ის სამედიცინო გამოკვლევებზე იმყოფება.
"უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად. თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში", — წერს კალაძე.