ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ზაზა გახელაძის შვილებს, ,,გურული დღიურების ფონდი", დათა პაპას სახელობის სტიპენდიას დაუნიშნავს.
,,კარგი ამბავი: ოკუპაციური რეჟიმის პატიმრის, ზაზა გახელაძის შვილებს - მარიამ გახელაძეს (მესამე კლასი) და ანანო გახელაძეს (მეექვსე კლასი) - ქვემო ჭალის სკოლის მოსწავლეებს - დღეიდან დათა პაპას სახელობის სტიპენდიას დავუნიშნავთ", - წერს კეკელიძე.