„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„დღეს მამაჩემს, მეცნიერებათა დოქტორს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, აკადემიკოსს, საქართველოში ფილოსოფიური ანთროპოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებელს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ვეტერანს ანზორ ბრეგაძეს 86 წელი შეუსრულდა!
გილოცავ და დიდხანს, ბედნიერად სიცოცხლეს გისურვებ!
კაცობის, ვაჟკაცობის, პატიოსნების, მამულიშვილობის, ცოდნის, სიკეთის, ჭეშმარიტი ქრისტიანის სიმბოლო ხარ ჩვენთვის!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.