ზურაბ ჯაფარიძე (პარტია „გირჩის" ერთ-ერთი თავი):
„ქაცარავას უნდა ვუთხრათ რომ ჯომარდობაც და ცეცხლთან თამაშიც, ორივე გაცილებით საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის ვიდრე კანაფი. სტატისტიკურად დამტკიცებული ფაქტია. არ იცის. თან აშკარად".
წყარო: ზურაბ ჯაფარიძის „FACEBOOK-გვერდი"
მინაწერი: ბატონო ზურაბ, მეტი აღარ მოწიოთ, თორემ ფეხბურთიც ძალიან საშიშად მოგეჩვენებათ კანაფთან შედარებით. სპორტში ხშირად იქცევიან, იმტვრევიან და ხან კისერსაც იტეხავენ. კანაფი ამ მხრივ უსაფრთხოა, გააბოლებ, მიუქიშინებ, მიწვები და მიიძინებ.
შენიშვნა: დავით ქაცარავა გახლავთ საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი. მხარს არ უჭერს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას, მხარს უჭერს სპორტს, ჯანსაღი ცხოვრების წესს.