ავტორი მერაბ ხაჩიძე
"დიდი მწვანე ველის" ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებისას დოდო აბაშიძე "დაკარგეს".
ბოლოს მერაბ კოკოჩაშვილმა მიაგნო, - განმარტოებით, მოწყენილი დევივით იჯდა მინდორშიო.
- რა მოხდა დოდო?!- ჰკითხა მერაბმა.
- დედა მინდა მერაბ, მომენატრა. - პატარა ბავშვივით უთქვამს.