logo_geo
ნინო ლაბარტყავა: ყველა ჟურნალისტი სოლიდარულია ჩვენი პროტესტისო! რომელი „ყველა“, უკაცრავად?
- +

24 ივლისი. 2021. 00:13

 

ალბათ ბევრ თქვენგანს გაუგია ცნობილი მწერლის, იუ ნესბოს ნაწარმოები „თავებზე მონადირეები“ - ჩვენს თვალწინაც იწერება მსგავსი სათაურის მქონე სცენარი, რომელსაც ამდენი ხანია, თვალს ვადევნებთ: მას „ცხედრებზე მონადირეები“ ჰქვია და ავტორი მიხეილ სააკაშვილია! დათუნა სარალიძის, გიორგი შაქარაშვილის, თამარ ბაჩალიაშვილის და ახლა უკვე ლექსო ლაშქარავას საქმე - ცხონებულთა ცხედრებზე „მონადირე“ ნაცმოძრაობა, მათ მიერ დაქვემდებარებული მედიასაშუალებების მეშვეობით, ყოველდღიურად ცდილობენ გარდაცვლილთა და მოკლულთა სახელებით სპეკულირებას, რომ როგორმე ხალხში სარევოლუციო მუხტი ასწიონ და ხელისუფლება დაამხონ. მაგრამ როგორც თავად  სააკაშვილი იტყოდა - „ნურას უკაცრავად!“ ეს საკენკი შეიძლება მხოლოდ მათმა სექტამ ჭამოს, თორემ... ყველა ნორმალური ადამიანი ხვდება, „რაც სურს რეალურად ნაცს...“

 

თბილისში 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს მედიის დაშავებული თანამშრომლების საქმესაც, ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა“ სათავისოდ იყენებს და უფრო მეტიც - თუკი აქამდე ზოგიერთი ჟურნალისტი თავს ობიექტურად და მიუკერძოებელ გამშუქებლად თვლიდა, ახლა უკვე თავადვე აიხადეს ნიღაბი - აქციის დროს დაშავებული „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გაგულისებით აპროტესტებენ, ხმამაღლა და გულსაკლავად გაჰყვირიან ეთერებსა და პარლამენტის წინ დამონტაჟებულ სცენაზე - თუ როგორ „მოკლა“ ხელისუფლებამ საცოდავი ბიჭი (ნათელი მის სულს!), რა მკვლელები გვყავს ხელისუფლებაში და მოითხოვენ, სასწრაფოდ გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, რაც თუ ასე მოხდა (იმდენი არ აუდგეთ გვერდები მაგათ!), ავტომატურად მთავრობის გადადგომასაც ნიშნავს.

 

ორიოდე სიტყვით შევეხები თავად ცხონებულ ლექსო ლაშქარავას - პირველ რიგში, სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს... მეორე რიგში კი, შეგახსენებთ, რომ ლაშქარავას ოჯახის სურვილით საქმეში ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, გამოკვლევის პირველ ეტაპზე მიღებულ პასუხებს ასაჯაროებს და ცალსახად აცხადებს, რომ ის დაზიანება, რაც ლექსო ლაშქარავას აქციის დროს მიადგა, არ იყო სიცოცხლისთვის სახიფათო და ვერ გამოიწვევდა სიკვდილს!

 

ვერავინ ვერასდროს ვერ დამაჯერებს, რომ ის ნაცმედია (ახლა უკვე თამამად შეიძლება ამის დაფიქსირება - თავადვე გაიშიფრეს თავი!) არ იყო და არ არის ამ ყველაფრის საქმის კურსში - რა თქმა უნდა, არის! თუმცა, ამ წუთამდე არ ეშვებიან ისტერიკას, რომ „ლექსო ხელისუფლებამ მოკლა!“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მიჰყავთ საპროტესტო სცენაზე „პარადი“ - აბა, ქვეყანაში ესენი „პარადს“ ვეღარასდროს წაიყვანენ და სცენაზე მაინც იფაფხურონ...

 

საინტერესოა ის, რომ ამ მედიასაშუალებების ჟურნალისტები („ტვ პირველი“, „მთავარი არხი“, „ფორმულა“) აპელირებენ შემდეგზე - მთელი მედია ჩვენს გვერდით არისო! ყველა ჟურნალისტი სოლიდარულია ჩვენი პროტესტისო! რომელი „ყველა“, უკაცრავად? პრესას თქვენ, ეტყობა, მედიად არ თვლით, ხომ?! ან მედიასააგენტოებს?! თუ ეგ სამი ტელევიზია ხართ „მთეეელი მედია?!“ თქვენს მიმართ ხალხის მხარდაჭერა ზუსტად მაგ აქციებში ჩანს, პროტესტი ცირკად რომ აქციეთ და მთელი ნაცმედია, თქვენი დამკვეთი ნაცმოძრაობიანად, 5000 კაცს ვერ კრებთ ქუჩაში! ან რა სოლიდარობას გამოხატავთ და ითხოვთ ახლა თქვენ?! როდის გამოგიხატავთ სოლიდარობა იმ ნაცემი და დალეწილი ჟურნალისტების მიმართ, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი რომ უსწორდებოდა სასტიკად?! მართლა ვისაც კლავდნენ და აწამებდნენ - მათ მიმართ თქვენ არასდროს ყოფილხართ სოლიდარული! და რა ნამუსით ითხოვთ სხვა ჟურნალისტებისგან თანადგომას?! თან რა მოცემულობაში? - როდესაც ახალგაზრდა კაცი თავისი უბედურებით დაიღუპა (სწორედ ამაზე მეტყველებს მოკვლევის პირველადი შედეგები) და ის არავის მოუკლავს! დეზინფორმატორების და მატყუარების ბუდე რომ ხართ, იმაშიც ჩანს, რომ პირზე გაკერიათ - 53 ჟურნალისტს სცემესო! არადა, აქციაზე, საშუალოზე მძიმე ფიზიკური დაზიანება 6-მა ჟურნალისტმა მიიღო, 15-მა მსუბუქი დაზიანება, დანარჩენებმა კი, იმ 53-დან, შსს-ში დარეკეს და განაცხადეს, რომ მათ საქმიანობაში აქციის მონაწილეები ხელს უშლიდნენ! არასდროს ყოფილა ჩვენს ქვეყანაში, ჟურნალისტები ხალხს ეცემოს - საინტერესოა, თუ დაუსვით თქვენს თავს კითხვა: რატომ მოხდა ეს?! იქნებ იმიტომ, რომ მოსახლეობას უკვე ნერვები დააწყვიტეთ თქვენი აღვირახსნილი „ჟურნალისტური“ საქციელებით, დეზინფორმაციებით, ცილისწამებებით (!), სიძულვილით, რომელსაც ყოველდღიურად ანთხევთ თქვენი ეთერებიდან?! იქნებ იმიტომ, რომ ხალხი უკვე თვალნათლივ ხედავს, რომ თქვენ, ეს მოპროტესტე ჟურნალისტები და ნაცმოძრაობა ერთნი ხართ, ნაცმოძრაობა კი ხალხის უდიდეს ნაწილს სძულს! იქნებ იმიტომ დაგიპირისპირდათ ხალხი, რომ ყელში ამოუვიდა თქვენი მიმართვები - ბნელებო, რუსეთუმეებო, პუტინისტებო! რამდენი „იქნებ“ შეიძლება იყოს, აბა, კარგად დათვალეთ!

 

დიახ, სააკაშვილის ქვევრები ხართ თქვენ! დიახ, თქვენ ხართ მიხეილ სააკაშვილის მართული ნაცმოძრაობის რუპორები, რომლებიც იმას ამოიძახებთ ეთერებში, რასაც სააკაშვილი ჩაგძახებთ! და ეს რომ ასეა, სწორედ თქვენს იმავე აქციებზე ჩანს კარგად, რომლის სცენიდან, სხვათაშორის, მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა, ქართული „მაიდანის“ განხორციელება არ გამორიცხა...

 

ნელა „განახორციელეთ“, ფეხი არაფერს წამოკრათ!...

 

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ - დღეს რომ ეს ბალასტი პარლამენტში ხართ შესული, ესაა უბედურება! დემოკრატიულ სახელმწიფოში რომ ვცხოვრობთ, მაგის ბრალია მანდ რომ ყრიხართ - სტაბილურად გყავთ თქვენი ამომრჩეველი და გინდა არ გინდა, მათი ხმის გათვალისწინება უწევს ქვეყანას! თუმცა, არის ერთი „მაგრამ“ და ხელისუფლებას მივმართავ: თქვენ გაქვთ ბერკეტები, აუკრძალოთ ამ სექტას საპარლამენტო საქმიანობა! აუკრძალოთ იმიტომ, რომ ესენი მანდ ქვეყნის საშენებლად კი არა, ხელისუფლების დასამხობად და დესტრუქციისთვის არიან! ეს თქვენც კარგად იცით, რომ ასეა და მეც! გეყოთ შნო, რომ დააფიქსიროთ საკუთარი დამოუკიდებელი, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები და ეს ნაგავი, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, გაიტანოთ პარლამენტის შენობიდანაც და ქართული პოლიტიკიდანაც!

 

... ვიდრე ხალხს გაუტანია!

 

right_banner big_banner
არქივი