logo_geo
ოზურგეთში ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
- +

24 დეკემბერი. 2023. 14:40

ოზურგეთში ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. საახალწლო ღონისძიება, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა თეატრალიზებული წარმოდგენით დაიწყო. მუსიკალური და გასართობი პროგრამის შემდეგ ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა ზვიად ბოლქვაძემ, სოფო გელოვანმა, გიორგი სუხიტაშვილმა, ნეკა სებისკვერაძემ, ნოდიკო ტატიშვილმა, ანი კეკუამ და ჯგუფმა „ირიაომ“ მიიღო.

 

 

ღონისძიებას გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოქალაქეებთან ერთად დაესწრნენ.

 

 

ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ ადამიანებს დამდეგი შობა-ახალი წელი ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მიულოცა.

 

 

უამინდობის მიუხედავად მადლობა ყველას, რომ მიიღეთ ჩვენი მოწვევა და მობრძანდით. მინდა, გისურვოთ ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და წარმატებები! ჩვენმა ქვეყანამ დამსახურებულად მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას, რომელიც „ქართული ოცნების“ ძლიერი გუნდის და თქვენი, თითოეული მოქალაქის, დამსახურებაა. საკმაოდ დატვირთული წელი გვქონდა ოზურგეთში - ქალაქსა და სოფლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მომავალი წელი იქნება კიდევ უფრო მეტი აღმშენებლობის და კეთილდღეობის მომტანი. გპირდებით, კვლავ გვექნება პოზიტიური სიახლეები და განვაგრძობთ ოზურგეთის განვითარებას და განახლებას. კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ მინისტრს, მთავრობას და საქართველოს პარლამენტს, ჩვენი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის! გილოცავთ დამდეგ 2024 წელს!,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა

big_banner
არქივი