logo_geo
ყვარლის მერის მოადგილე: ქარმა ძირიანად დაგლიჯა ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, 20-მდე საცხოვრებელი სახლი
- +

24 დეკემბერი. 2023. 14:42

ყვარლის მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილის ინფორმაციით, კახეთში ძლიერმა ქარმა 20 საცხოვრებელი სახლი დააზიანა.

 

 

დაზიანდა რამდენიმე ათეული საცხოვრებელი სახლი. მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქარმა ინფრასტრუქტურას. მათ შორის, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, დაგლიჯა ძირიანად ხეები, მრავალწლიანი ნარგავები, რამაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოიწვია საგზაო ინფრასტრუქტურის გადაკეტვა. თუმცა სამაშველო სამსახურთან ერთად მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახურის აქტიური შრომის შედეგად მალევე გაიწმინდა და გაიხსნა გზები. რაც შეეხება საცხოვრებელ სახლებს, ამ ეტაპისთვის ქალაქში დასრულებულია შესწავლა. დაახლოებით 20 სახლია, რომელზეც ხვალიდანვე დავიწყებთ ზრუნვას ფინანსური რესურსის გამოყოფისა და მათზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებაზე“, - აღნიშნა ყვარლის მერის მოადგილემ.

big_banner
არქივი