logo_geo
ავთანდილ თალაკვაძე: 2023 წლის მუნიციპალური ბიუჯეტის 18% დაიხარჯება სპორტის, კულტურის და ახალგაზრდობის საჭიროებებზე
- +

27 დეკემბერი. 2023. 15:25

 

 

„გვეამაყება ჩვენი სპორტსმენების წარმატებები, რომელთაც არაერთხელ აწიეს საქართველოს დროშა საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებზე, ხოლო ეროვნული მასშტაბით, ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ჩვენმა სპორტსმენებმა შეჯიბრებებზე მოიპოვეს-377 მედალი. 119 ოქრო, 112 ვერცხლი, 146 ბრინჯაო, (საქართველოს პირველობა, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატი), საერთაშორისო ტურნირებზე-7 მედალი: 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო,“ - განაცხადა ოზურგეთის მერმა.

 

ავთანდილ თალაკვაძემ ყურადღება გაამახვილა ოზურგეთის საფეხბურთო კლუბის „მერცხალის“ წარმატებასა და სარაგბო კლუბ „არწივების“ მხარდაჭერაზე.

 

„ფეხბურთი ბრუნდება ოზურგეთში - „მერცხალი“ ახალი სეზონიდან უკვე ერთი საფეხურით წინ წაიწევს და მეოთხე ლიგაში იასპარეზებს. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს ფეხბურთელებს და ვუთხრა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი კვლავ განაგრძობს მათ მხარდაჭერას. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი სარაგბო კლუბის „არწივების“ მხარდასაჭერად. ვამუშავებთ ახალი სპორტული ბაზის მშენებლობის პროექტს, რის თაობაზეც მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს საქართველოს რაგბის კავშირთან. ჩვენი ამოცანაა ეტაპობრივად კიდევ უფრო გავზარდოთ სპორტზე ხელმისაწვდომობა, რათა ყველა ოჯახს ჰქონდეს საშუალება ბავშვები სპორტულ წრეებზე შეიყვანოს. ამით ხელს შევუწყობთ მოზარდთა ჯანმრთელობას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. ამ მიზნით, ოზურგეთში  აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა,“ -  განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე.

 

 

big_banner
არქივი