logo_geo
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებები ყაზბეგში, ახალციხეში, გარდაბანსა და ხულოში გაიმართა
- +

4 იანვარი. 2024. 11:21

 

 

საახალწლო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებას უმასპინძლა ყაზბეგმა. სტეფანწმინდის მოედანზე მისული სტუმრებისათვის მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. მოეწყო საშობაო ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები. საღამო კონცერტით და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს ყაზბეგის ყველა ადმინისტრაციული ერთეულიდან უფასო ტრანსპორტი ემსახურებოდა.

 

გალა-კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა საახალწლო ღონისძიება ახალციხეში. მოქალაქეების სადღესასწაულო განწყობაზე მთელი დღის განმავლობაში კოსტიუმირებულმა გმირებმა, თოვლის ბაბუამ და ადგილობრივმა შემსრულებლებმა იზრუნეს. მოეწყო საახალწლო ბაზრობაც.

 

ახალი წლის დღეები აღნიშნეს გარდაბანშიც. ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან მოეწყო საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ასევე სანტას, ელფების და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა გაიმართა. ღონისძიება კონცერტით დასრულდა.

 

გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიება ხულოს ცენტრალურ სკვერში, მოეწყო საშობაო ბაზრობა. პატარების განწყობაზე ზრუნავდნენ ზღაპრის გმირები. გაიმართა ორკესტრის მსვლელობაც.

 

 

 

big_banner
არქივი