logo_geo
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიებას ლენტეხმა უმასპინძლა
- +

6 იანვარი. 2024. 11:13

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიებას ლენტეხმა უმასპინძლა. ცენტრალურ მოედანზე მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო, მეწარმეების და კვების სივრცეები.

 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სვანურ ფოლკლორში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს და მადლობის სიგელები გადასცეს კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ასევე დაჯილდოვდნენ 2023 წლის გრანტისა და ოქროს მედლის მფლობელი წარჩინებული მოსწავლეები. დღის ბოლოს გაიმართა კონცერტი.

 

 

big_banner
არქივი